ონში საქართველოს პირველი კონსტიტუციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, 1921 წლის საქართველოს პირველი კონსტიტუციისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე: “საქართველოს პირველი კონსტიტუციის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები” გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერის მოადგილე ეკა მაისურაძე,  მერიის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საზოგადო მოღვაწეების ფოტო და დოკუმენტური მასალების გამოფენაც მოეწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები