რიონის ხეობაში ადგილობრივები ნამოხვანჰესის მშენებელი კომპანიის”ენკა”-ს საქმიანობას კვლავ აპროტესტენ.
მათი განცხადებით, კომპანიამ ხეობის ფერდობის ასაფეთქებელი სამუშაოები დაიწყო.
როგორც აქციის მონაწილები აცხადებენ, ”კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე ნაღმებს ათავსებენ, რომ კომენდანტის საათის დროს ისტორიული ხეობა ააფეთქონ”.
ადგილობრივები ტერიტორიიდან კომპანიის ტექნიკის დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვენ.
შეგახსენებთ, ადგილობრივების პროტესტი უკვე 117-ე დღეა გრძელდება.