ამბროლაურში სოფლის კრებებზე მოსახლეობის პრობლემებზე მსჯელობენ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე სოფლების – ნიკორწმინდის, ხვანჭკარისა და სადმელის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმახიით, ადგილობრივებთან კონსულტაციები “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით გაიმართა და სოფლებში პრიორიტეტებად ძირითადად გარე განათების მოწყობა განისაზღვრა. პარალელურად, სოფელ. სადმელის მოსახლეობამ განსახორციელებელ პროექტად სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია შეარჩია, სოფ. ნიკორწმინდაში კი უპირატესობა წყლის მარეგულირებელი მოწყობილობის დამონტაჟებას მიენიჭა. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს,იგი
ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ისე ზოგადად, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში“,-გნაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ზვიად მხეიძემ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 5 მარტამდე გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10.000-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში.