175 ბენეფიციარის განცხადება დაკმაყოფილდა – ცაგერის მერიაში სოციალურ საკითხთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტში მერის მოადგილემ და სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მეშველიანმა წევრებთან ერთად მორიგი სხდომა გამართა.

საბჭოს წევრებმა მსჯელობის შედეგად და კანონმდებლობის გათვალისწინებით, სოციალურ დახმარებასა და დაფინანსებაზე იმ ბენეფიციართა განცხადებები დააკმაყოფილეს, რომელთაც მძიმე ოპერაციების, ძვირადღირებული გამოკვლევების ჩატარების, ონკოლოგიური და სხვადასხვა მძიმე დაავადებების, სოციალურად დაუცველობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სრულად და კანონიერად ჰქონდათ წარდგენილი.
როგორც მერის მოადგილე „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებს, საბჭოს სხდომაზე სულ 175 ბენეფიციარის განცხადება დაკმაყოფილდა, გასაცემმა თანხამ კი 31 295 ლარი შეადგინა.

“სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი იმ ადამიანებზე გავაკეთეთ, რომელთაც დახმარება სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ, ეს ის ბენეფიციარები არიან, რომლებმაც მძიმე ოპერაციები გადაიტანეს,დაფინანსებას მიიღებენ ისინიც, ვინც მძიმე ქრონიკულ დაავადებებას ატარებს და განსაკუთრებულ მედიკამენტებსა და ყურადღებას საჭიროებს“,-განაცხადა მიხეილ მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები