ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
ლენტეხელი ეთერ ლიპარტელიანი თელ-ავივის გრან სლემის პრიზიორი გახდა.
ქართველმა ძიუდოისტმა თელ-ავივის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში ეს გრან სლემზე მოპოვებული პირველი მედალია.
მსოფლიო და ევროპის პირველი ქალი ჩემპიონი, ევროპის კადეტეთა ტურნირის გამარჯვებული, ბავშვთა ოლიმპიადის პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მედლის ორგზის მფლობელი, 23 წლამდე ასაკის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და დიდების ჩემპიონატის გრანპრის მედლის მფლობელი – ეს ტიტულები ლენტეხელ ძიუდოისტს ეთერ ლიპარტელიანს ეკუთვნის.ეთერი პირველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.