რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირების პროექტის ფარგლებში პაპუნა მარგველიძე LDA Georgia-ს ხელმძღვანელს შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) აღმასრულებელ დირექტორთან – ნინო ხუხუასთან გაცნობითი ხასიათის ონლაინშეხვედრა გამართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ონლაინშეხვედრაზე მხარეებმა რაჭაში მიმდინარე პროექტის შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო რწმუნებულმა სააგენტოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და რეგიონის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. ამასთან, მარგველიძემ  მზაობა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ცნობისთვის, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia)  პროექტის მიზანს რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და საზოგადოების სხვადასხვა აქტორის ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. სააგენტოს მიერ მოპოვებული გრანტი –  ‘’რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა’’ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ‘’რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის ფაზა 2’’ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის  მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (ADC) და საქართველოს მთავრობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები