რა პრობლემები აქვთ ნინიგორის თემში – ლაგოდეხში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება. დღეს, ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულის შვიდ სოფელში საერთო კრება გაიმართა.
ადგილობრივების გადაწყვეტილებით სოფ. ხიზაბავრაში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდება და მისასვლელი გზა მოიხრეშება, სოფ. ზემო გურგენიანში დასასვენებელ სკვერს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, სკვერი და სტადიონი მოეწყობა სოფ. ქვემო გურგენიანში, სოფ. ნინიგორში გარე განათება დამონტაჟდება და ასევე მოიხრეშება ერთი ქუჩა, ახალი მინი სტადიონი მოეწყობა სოფ. გელათში, სოფ. განათლებაში სკვერი შემოიღობება, ხოლო სოფ. ხიზაბავრაში წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები