გამსკდარი მილი და ამოხეთქილი წყალი ჭავჭავაძეზე – რა მოხდა ბათუმში

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმა ამოხეთქა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ტექნიკაა მობილოზებული.

როგორც შპს ,,ბათუმის წყალში” “რეგიონულ კვირას” განუცხადეს წყლის მიწოდება ადგილობრივებისთვის ეტაპობრივად ხვალ დილიდან აღდგება.

“ავარიული დაზიანების გამო რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეწყდა. დილის 8:00 საათამდე წყალი გაითიშა: ლერმონტოვის ქუჩაზე, გრიბოედოვის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე მონაკვეთში. ასევე ნინოშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.

წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით”,- ნათქვამია ,,ბათუმის წყლის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები