უხვი ნალექით შექმნილი პრობლემები ონში აღმოფხვრილია – “სოფლების გზები უკვე გაიწმინდა”

გასული დღეების განმავლობაში უხვად მოსული ნალექის პარალელურად ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები და მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმციას ონის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ უკვე სრულად გაიწმინდა სოფლების – ფსორის და ცხმორის საავტომობილო გზები. წმენდის სამუშაოები შპს „ონის სერვის ჯგუფმა” შეასრულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები