თელავში ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი დაშავდა.
” რეგიონული კვირის” ინფორმაციით,
ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად სხეულის დაზიანება ერთ-ერთმა მძღოლმა მიიღო, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, სსკ- ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები