თელავში საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა – ხანძარი ლიკვიდირებულია
თელავში, ელენე ახვლედიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა.
როგორც “რეგიონულ კვირას” ადგილობრივმა სოფიო ჯეთერიშვილმა განუცხადა, სახურავს ცეცხლი სავარაუდოდ ბუხრიდან გაუჩნდა.
“რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ ცეცხლის ქრობის სამუშაოებს 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ასრულებდა.
ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებელია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.