„ყეენობა“ – რუსეთის მიერ აკრძალული ტრადიცია და წაშლილი ქართული კვალი

ქართული ხალხური, საერო დღესასწაული – „ყეენობა“ განსაკუთრებით მდიდარი იყო სხვადასხვა ისტორიული ეპოქისა და საზოგადოებრივი წყობილების დამახასიათებელი ელემენტებით. “ყეენობა” იყო ომის მისტიფიკაცია და ალეგორია იმისა, რომ ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუებოდა უცხო ქვეყნის მმართველობის ქვეშ ცხოვრებას. ტრადიციულად, ყეენი დამპყრობელს განასახიერებდა. „ყეენობა“ ქართველების გამარჯვებითა და ყეენის მტკვარში გადაგდებით სრულდებოდა.

– რეკლამა –

მე-19 საუკუნის დამდეგიდან მჩაგვრელი ყეენი მჩაგვრელმა რუსეთის იმპერატორმა ჩაანაცვლა. ეს იყო ქართველების ამბოხი ცარისტული რუსეთისა და არსებული წყობილებისადმი. „ყეენობის“ ტრადიცია რუსულ იმპერიალიზმსა და ცარიზმთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. რუსეთის ხელისუფლებამ „ყეენობა“ აკრძალა, რადგან ჰქონდა ერთადერთი მიზანი – გაერუსებინა საქართველოს მოსახლეობა და წაეშალა ქართული კვალი.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხულში რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლას „გუგლმა“ საგანგებო გამოფენა მიუძღვნა. საქართველოში მცხოვრები სომეხი მხატვრის, არუთინ შამშინოვის ნამუშევარი, სახელწოდებით – „ყეენობა“ მსოფლიოს უდიდესი კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზეა ატვირთული.

სიუჟეტში საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორის – გიორგი კალანდიას, ისტორიკოსების, მკვლევრებისა და მსახიობების დახმარებით, გაცოცხლებულია „ყეენობის“ ძირძველი ტრადიცია, კოსტიუმირებული სანახაობა, ასევე, მოთხრობილია მისი შინაარსის შესახებ.
სწორედ ამ დღესასწაულისა და მოვლენების ქრონოლოგიაა მოცემული სიუჟეტში, რომელიც თვალნათლივ გადმოსცემს რუსეთის მავნებლურ პოლიტიკასა და ბრძოლას ქართული ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები