ლანჩხუთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა – მუნიციპალიტეტის მერი გზის გაწმენდის სამუშაოებს ესწრება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა ზოგ სოფელში 50 სმ-ს გადააჭარბა. დიდთოვლობამ მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში პრობლემები შექმნა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, თოვლისგან მძიმე ტექნიკა გზას სოფელ მამათში ასუფთავებს.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ესწრება.

უხვი ნალექის გამო, რამდენიმე სოფელში, შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდებაც. ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფები, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები