ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 3 001 შეადგენს, ბოლო ერთ დღეში ე.წ. რესპუბლიკაში 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში, ვირუსი ორმა პაციენტმა დაამარცხა, სულ პანდემიის დაწყებიდან 2117 გამოჯანმრთელებულია.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აქ უკანასკნელ ერთ დღეში ვირუსის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა, პანდემიის დაწყებიდან 12 650 კოვიდდადებითი პირია.

ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 63 პაციენტი მკურნალობს, მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის საავადმყოფოში 18 ადამიანია მოთავსებული; ოჩამჩირის 8; ტყვარჩელის 5; გაგრის 14; სამხედრო ჰოსპიტალში 24 კოვიდპაციენტი იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე 195 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება, 11 901 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები