მონიტორინგი ხარვეზების აღმოფხვრას გულისხმობს – ამბროლაურში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს
ამბროლაურში მერიის არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, დღეს, მერიის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ პირველ ტოლაში სანიაღვრე არხების, სოფელ ხვანჭკარაში კი სახიდე გადასასვლელისა და ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
„დასრულებული პროექტების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და საგარანტიო პერიოდის გამოყენებით წარმოშობილი ხარვეზებისა და დაზიანებების აღმოფხვრას ისახავს მიზნად”, – აცხადებენ მერიაში.