იწმინდება ყველა პრობლემური მონაკვეთი – ამბროლაურში გზების მონიტორინგი გრძელდება

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდითი სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად გრძელდება“,-ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, თოვლისგან სოფლების – ურავის, ნიკორწმინდას, კაჩაეთის, სხვავისა და ფუტიეთის გზები სრულად გაწმენდილია, სამუშაოებს შპს “ამბროლაურის სერვის-ცენტრი” ახორციელებს.

“იწმინდება ყველა პრობლემური მონაკვეთი, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა, რათა მოქალაქეებმა შეუფერხებლად მოახერხონ გადაადგილება. გზების მონიტორინგი და გაწმენდა საჭიროების შესაბამისად ყველა მიმართულებით გაგრძელდება”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები