“მიხარია, რომ ასეთი მიზანდასახული ახალგაზრდები გვყავს” – ამბროლაურის მერი რაჭის ახალგაზრულ ასამბლეას შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან ერთად, რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ამბროლაურელმა ახალგაზრდებმა ორგანიზაციის საქმიანობა, სამომავლო გეგმები და ინიციატივები წარადგინეს, მიმდინარე საგრანტო პროგრამაზე ისაუბრეს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს თავიანთი ხედვა შესთავაზეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა განსახორციელებელი პროექტების მხარდასაჭერად მზადყოფნა გამოთქვეს და თავის მხრივ, ახლგაზრდებს ის პროგრამები და ღონისძიებები გააცნეს, რომლებსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.
“მიხარია და მეამაყება, რომ გვყავს ასეთი აქტიური, მიზანდასახული და საკუთარ კუთხეზე შეყვარებული ახალგაზრდები. დარწმუნებული ვარ ერთად ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ და ჩვენი თანამშრომლობა რაჭისთვის ნაყოფიერი იქნება “, – განაცხადა ახალგაზრდებთან შეხვედრისას ზვიად მხეიძემ.