ინფიცირების 10 და გამოჯანმრთელების 43 ახალი შემთხვევა – კორონასტატისტიკა აჭარაში
19 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 43 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რეგიონის ამ დროისთვის კოვიდმიმღებ კლინიკებში 199 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმედაა 40 პირი. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 9 ინფიცირებული იმყოფება.
რეგიონში საკარანტინე სივრცეში 31 ადამიანია მოთავსებული.
ცნობისთვის, 19 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 331 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა.