რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 7-ით გაიზარდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან 7 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურად შექმნის ვებგვერდზე – Stopcov.ge -ზე განახლდა.

“თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 52, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 29, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7”- აღნიშნულია განცხადებაში.
„რეგიონული კვირის“ ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მხარის მუნიციპალიტეტებიდან ბოლო 24 საათის განმავლობაში ცაგერში, ონსა და ლენტეხში ახალი დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, 7 დადასტურებული შემთხვევა კი ამბროლაურს უკავშირდება.

„ინფიცირებულები ქალაქ ამბროლაურის, სოფელ ჟოშხასა და ხვანჭკარას მკვიდრები არიან. ბოლო კვირაში ამბროლაურში სულ 12 შემთხვევა დადასტურდა“, – განაცხადა ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო დვალმა.

ცნობისთვის, 19 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 331 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა,  7 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები