53 გამოჯანმრთელებული და 27 ახალი ინფიცირებული – კოვიდვითარება სამეგრელო- ზემო სვანეთში

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსი 53-მა პაციენტმა დაამარცხა.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 143 ადამიანი მკურნალობს. მათგან 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვისთ, საკარანტინო სივრცეებში სულ 114 ადამიანი რჩება.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია:
რუხის კლინიკაში იმყოფება – 51 კოვიდპაციენტი მათ შორის 1 მძიმე პაციენტი.
სენამედის კლინიკაში – 23 მათ შორის 3 მძიმე პაციენტია;
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადის 32 პირი, მათ შორის მძიმეა 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 15 პაციენტი მკურნალობს მათ შორის 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 8
სენაკი ლაზიკა მედში კი 17 ინფიცირებულია მოთავსებული.

ცნობისთვის, 19 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 331 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა,  7 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები