კახეთში კოვიდ-19-ის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში, ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19- ის შემთხვევებმა 25-ით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაცია,
მთავრობამ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გაავრცელა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 52, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 29, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7”,- ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 331 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები