გურიაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, 19 თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 331 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა,  7 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები