სამტრედიაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება დაიწყო

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში”,სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის 660 000 ლარია გამოყოფილი. თანხა სრულად მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს და მათ მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად დაიხარჯება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესი 2021 წლის 24 თებერვლამდე უნდა დასრულდეს.

სოფლის საერთო კრებები ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით ტარდება.

:სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულის 50 სოფელში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები