6 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული – როგორია კოვიდ სიტუაცია სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სულ ინფიცირებულითა რაოდენობა 4 667-ს გაუტოლდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული 6 ახალი შემთხვევიდან
1 ახალციხეში,
1 ახალქალაქში და
4 ბორჯომში გამოვლინდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის განმარტებით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 7 პირი და მიმდინარეობს მოკვლევა.
გიორგი მიქელაძის განმარტებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 133 პირი: ადიგენის – 12 პირი;
ასპინძა – 10 პირი;
ახალციხე – 27 პირი;
ახალქალაქი – 13 პირი და
ბორჯომის – 71 პირი.
ცნობისთვის, კოვიდ კლინიკაში 29 პაციენტი მკურნალობს.
“სამცხე-ჯავახეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 პირი.
სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 4 599”,-განუცხადა “რეგიონულ კვირას” გიორგი მიქელაძემ.