ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ვაზიანი-გომბორი-თელავის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
” ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- ნათქვამია განცხადებაში.