ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთში მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს. მათი ინფორმაციით, კოვიდი სპორტის მასწავლებელს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება.
როგორც აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ. მასწავლებლის სკოლაში გადაადგილება და კონტაქტები ვიდეოთვალის მეშვეობით არის გადამოწმებული. მის კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში რჩებიან. დაწესებულებაში შესაბამისი ღონისძიებები სწავლის პროცესის დაწყებამდე ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები