საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დასაქმების საკითხზე ახალციხის მერმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებითი ლეგალური დასაქმების შესახებ, პროგრამის სრულფასოვნად გავრცელების მიზნით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ზაზა მელიქიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებს , აღნიშნული პროგრამა დეტალურად გააცნო და ადგილობრივ მოსახლეობაში ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებისაკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები, რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ფარგლებში იმსჯელეს, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობაზე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ საერთო კრებებზე და მიმდინარე სამუშაოებზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები