რუსთავში N6 სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუსთავი N6-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სკოლის დირექტორმა ნაირა ქარუხნიშვილმა უთხრა.
“ჩვენი სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი. ბავშვი ბოლოს სკოლაში ორშაბათს იმყოფებოდა. დაგეგმილია იმ პირების გატესტვა ვისაც ინფიცირებულ მოსწავლესთან კონტაქტი ჰქონდათ. აღნიშნული ფაქტის გამო მთელი კლასი გადადის დისტანცურ სწავლებაზე”,-გვითხრა სკოლის დირექტორმა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, თავდაპირველად კოვიდინფექცია მოსწავლის მშობელს, მოგვიანებით კი მოსწავლეს დაუდასტურდა.