ბათუმის ქუჩები თოვლის საფარისგან გაიწმინდა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქში ქუჩები თოვლის საფარისგან ამ დროისთვის, გაწმენდილია. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკა და ასევე დასუფთავების სამსახურის 450-მდე თანამშრომელი.
40-ზე მეტი საავტომობილო გზაზე და ხიდებზე დაიყარა ტექნიკური მარილი.
გაწმენდილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, შეუფერხებლად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.