აჭარაში კოვიდინფიცირების 11 და გამოჯანმრთელების 26 შემთხვევა დაფიქსირდა

18 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 26 პაციენტი.
დღემდე აჭარაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა სულ 35 311 პირი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა, კრიტიკულად იმყოფება 5 ინფიცირებული.
ამ დროისთვის, კლინიკაში მკურნალობს 154 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 109, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 111 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები