დაბა ხულოში საავტომობილო გზებზე მოყინვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები ტარდება
ხულოს მუნიციპალური სერვისი სხვადასხვა მიმართულებით მოყინვის საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, საავტომობილო გზებზე მოცურების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს ქვიშის მასის მოყრა.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია. გადაადგილება რეკომენდირებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.