ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 166 ადამიანს, მათგან 24-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ამასთან, ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 130 პაციენტი, მათ შორის, 16-ის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სულ კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 195 პაციენტი.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 618 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 11 865 პაციენტი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები