ონში უწერის თემის სოფლების მოსახლეობამ პრიორიტეტები უკვე განსაზღვრა

„ონის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა უწერის ადმინისტრაციულ ერთეულში დღეს ჩატარდა“, – ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ესწრებოდა. უწერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ნაკიეთში, ნიგავზებში, ფარავნეშსა და უწერაში საერთო კრებების სხდომები გაიმართა, მოსახლეობას კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით გაეწია და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეა ორიენტირებული.სოფელ ნაკიეთში შეკრებილმა ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელეს, ნიგავზებში არჩევანი წყლის სისტემის მოწესრიგებასა და შიდა საუბნო გზების რეაბილირაციზე გაკეთდა, ფარავნეშში კი წყლის სისტემის მოწესრიგებას დაუჭირეს მხარი.

რაც შეეხება სოფელ უწერას-აქ მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემის და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია გადაწყვიტა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკითაა გაწერილი და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გრძელდება“, – აცხადებენ ონის მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები