ამბროლაურში ქალაქის ქუჩები სრულად გაიწმინდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ადგილობრივი მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, თოვლისგან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფელების – გორისა და იწის გზები სრულად გაიწმინდა.
გზებზე სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი” ასრულებს. თოვლწმენდის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად კვლავ გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.