ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში იაპონიის ელჩი ქედას ესტუმრა

2021 წლის 17 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართა პროექტის ხელმოწერის ცერემონია, იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ბატონი იმამურა აკირა, ქედის მუნიციპალიტეტის და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები.
პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტისთვის საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსის შეძენა“ დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს მდგრადი და ინკლუზიური სატრანსპორტო სისტემის განვითარებას მაღალმთიან რეგიონებში.
პროექტის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი იქნება საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობას და გაზრდის ხელმისაწვდომობას პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ამასთანავე, მაღალმთიან რეგიონში ელექტრო ავტობუსის დანერგვით, ეს პროექტი შექმნის კარგ პრეცედენტს, ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და მავნე სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად.
პროექტის განმახორციელებელი არის ქედის მუნიციპალიტეტის მერია. გრანტის მოცულობა: 77, 235 აშშ დოლარი.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, იაპონიამ დააფინანსა 180 საგრანტო პროექტი, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რამაც შეადგინა 19 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (გარდა სხვა პროგრამებით დაფინანსებული პროექტებისა). საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. საგრანტო პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები