სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 4 პირი დაინფიცირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 661 მიაღწია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა 4 ახალი შემთხვევა, აქედან:
1 ადიგენში და
3 ბორჯომში გამოვლინდა.
სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 10 პირი და მიმდინარეობს მოკვლევა.
როგორც გიორგი მიქელაძე “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, თვითიზოლაციაში იმყოფება 138 პირი. აქედან,
ადიგენის – 13 პირი;
ასპინძა – 10 პირი;
ახალციხე – 26 პირი;
ახალქალაქი – 13 პირი და
ბორჯომის – 76 პირი.
ცნობისთვის, კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს 31 პაციენტი გადის.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამეში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან კიდევ 8 პირი გამოჯანმრთელდა.
სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 4 595 მიაღწია.