კახეთში თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის მშენებლობა იწყება – მაია ცქიტიშვილი

კახეთში, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის მშენებლობა იწყებᲐ- ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “მინისტრის საათზე“ კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, პროექტი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კახეთის, დედაქალაქთან დაახლოებისთვის, რაც ტურიზმის ხელშეწყობას განაპირობებს.

“ყველამ ვიცით, რომ რეგიონებში ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ეს ეხება მუნიციპალურ და სახელმწიფო მნიშვნელობის გზებსაც. სწორედ ამიტომ არის ყველას საერთო სურვილი, რომ მეტი დაფინანსება გამოიყოს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. პირველ ეტაპზე, ვირჩევთ პრიორიტეტულ პროექტებს, რომ შემდგომში გადავიდეთ სხვა სამუშაოებზე“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კახეთში, ასევე, გურჯაანიდან შემოვლითი გზის დასრულება და, მიმდინარე წელს, ბაკურციხე- წნორის გზის სამუშაოების დაწყება იგეგმება.

რაც შეეხება, კახეთის ავტობანთან დაკავშირებულ საკითხს, მინისტრმა დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში ტენდერი გაიმართება და შესაბამისად, მისი დასრულების შემდეგ, წლის ბოლოს, შესაძლებელი იქნება სამუშაოების დაწყება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები