სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თელავში მოსახლეობის პრობლემებს ისმენენ
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – კონდოლში, ნასამხრალსა და შალაურში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
კონდოლის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად სოფელში არსებულ სკვერში საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების მოწყობა, ასევე საბავშვო ბაღის ოთახების რეაბილიტაცია დაასახელა.
ნასამხრალში პრიორიტეტულ საკითხებად სოფლის მიმდებარედ სკვერის და შიდა საუბნო გზებზე ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა დასახელდა.
შალაურში ადგილობრივებმა პირორიტეტულ საკითხებად სოფელში გარე ტრენაჟორების მოწყობა და არსებულ ჭაბურღილზე რეზერვუარის დამატება დაასახლეს.