ონში სოფელ ღებისა და გლოლის გზები უკვე გაიწმინდა
ზამთრის სეზონის და დიდთოვლობის გამო ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი განცხადებით, 17 თებერვალს უხვი ნალექის გამო სოფელ ღების და გლოლის (კურორტ შოვამდე მისასვლელი) გზები უკვე გაწმენდილია. სოფელ ღებში გზების წმენდის სამუშაოებს შპს „ ონის სერვის ჯგუფი“ ასრულებდა, ხოლო სოფელ გლოლაში – შპს „ ონიგზა – 99“.
გზების წმენდის სამუშაოები საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განხორციელდება-აცხადებენ ონის მერიაში.