ავთანდილ უგრეხელიძე – “მზად ვართ, რომ ნალექის მომატების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტრანსპორტს არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა”
ვერ ვიტყვით, რომ ძალიან დიდი თოვლია, თუმც გზები გაწმენდას მაინც საჭიროებს-ცაგერში გზები ინტენსიურად იწმინდება
ცაგერის მუნიციპალიტეტში ქალაქსა და სოფლებში გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ქალაქში წესრიგდება პრობლემური მონაკვეთები, რათა გადაადგილება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის შესაძლებელი გახდეს.
“ვერ ვიტყვით, რომ ძალიან დიდი თოვლი გვაქვს ლეჩხუმში, მაგრამ გზები საჭიროებს გაწმენდას, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში. ამიტომ, დილიდან გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად დავიწყეთ, მზად ვართ, რომ ნალექის მომატების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტრანსპორტს არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა”, – განაცხადა ცაგერის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.
მერიაში მოსახლოეობასთან საკონტაქტოდ ცხელი ხაზიც ამოქმედდა – 599 27 58 08, რომლის საშუალებითაც სირთულეების შემთხვევაში მოსახლეობას შეძლებს ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართოს.