ბათუმში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში მონიტორინგი მიმდინარეობს
ბათუმში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიურ ცენტრებში COVID-19-ის რეკომენდაციების შესაბამისობაზე მონიტორინგი მიმდინარეობს.
ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაწესებულებების შემოწმება პანდემიის პერიოდში უკვე მეოთხედ ტარდება. შესაბამისი ნორმების დარღვევის შემთხვევაში ობიექტების გაფრთხილება განხორციელდება.
,,ამ ეტაპზე მუშაობას 330 სალონი განაგრძობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დაწესებულების შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ანტისეპტიკური საშუალებები, სავალდებულოა ერთჯერადი ხელსახოცების, ნიღბებისა და დამცავი ტანსაცმლის გამოყენება, ასევე ინსტრუმენტების დეზინფექცია-სტერილიზაცია. დისტანციის დაცვის შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა აღიმართოს დროებითი ბარიერები. დღის ბოლოს სავალდებულოა სივრცის სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
მონიტორინგს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებთან ერთად, მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს.