უამინდობა გორში – “კეთილმოწყობის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს”
გორის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, კეთილმოწყობის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნუციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, უამინდობის დასრულებამდე გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი ინტენსივობით გაგძელდება.
“სპეც-ტექნიკის დახმარებით იწმინდება საავტომობილო გზები, დაიყარა ტექნიკური მარილი. გვიან ღამით დაწყებული გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.