“პრიორიტეტებად შიდა-სასოფლო გზების კეთილმოწყობა და სასმელი წყლის რეაბილიტაცია დასახელდა”- ლენტეხში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით,  სახელმწიფომ 2021 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 604 000 ლარი გამოყო.

„მნიშვნელოვანია, რომ პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს და
საპროექტო წინადადებები ასე შეირჩევა, სოფლის კრებები უკვე ჩატარდა ლენტეხის თემის რვა სოფელში.

ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან უმეტეს შემთხვევაში პრიორიტეტულ პრობლემებად შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობა (სოფ: გულიდა, მელურა, ბაბილი და ლასკადურა), გარე განათება (სოფ: ლასკადურა და ყარიში), სამელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია(სოფ: კახურა) დასახელდა”, – აცხადებენ ლენტეხის მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები