“ჩვენი მიზანია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში მევენახეობა -მეღვინეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი”

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძესა და  სააგენტოს მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პეტრე მესხიძესთან შეხვედრა გამართა.

ინფორმაციას რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახლემწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე 2021 წლიდან მხარეში მევენახეობისა და მეღვინეობის დარგში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიების განხორციელებისათვის ადგილზე წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ იმსჯელეს.

‘’ჩვენი მიზანია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში მევენახეობა -მეღვინეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი, მევენახეობის, როგორც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის განვითარებას და პოპულარიზაციას, ამასთანავე მაღალხარისხიანი ყურძნის, ღვინისა და წარმოების რეალიზაციასაც. სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლებაც მზად ვართ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ქმედითი გადავდგათ ნაბიჯები და ხარისხიანი ღვინის წარმოება განვახორციელოთ,‘’-განაცხადა შეხვედრაზე პაპუნა მარგველიძემ.

შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – გიორგი მაქარაშვილი და რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი სპეციალისტი – ოლეგი ქურციკიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები