ახალციხის მერია: ქალაქსა და სოფლებში გზები ინტენსიურად იწმინდება
ახალციხის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მერიაში განუცხადეს.
„მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში, იყრება ტექნიკური მარილი“,- აცხადებენ ახალციხის მერიაში.
ამ დროისათვის, ცენტრალურ და სოფლებამდე მისასვლელ საავტომობილო გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა თავისუფალია.