ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, გზებზე იყრება ტექნიკური მარილი და თოვლისგან იწმინდება მწვანე ნარგავები

“მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად კეთილმოწყობის მართვის ცენტრი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სამუშაოებს”, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”  ზუგდიდის მერიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალურ გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმენდითი სამუშაოები.

“დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე და რუსთაველის ქუჩაზე იწმინდება მწვანე ნარგავები.

სამუშაოებს ა(ა)იპ კეთილმოწყობის მართვის ცენტრი და ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავება“ ახორციელებს”, – განაცხადეს მუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები