დიდთოვლობის გამო მესტიის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა მესტიის მუნიციპალიტეტშიც.
სოფელ ბეჩოს, იფარისა და ადიშის მოსახლეობას ელექტროენერგია დილიდან არ მიეწოდება.
როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიაში” ამბობენ, აღნიშნულ სოფელებში დენი ავარიულად გამოირთო და კომპანიის თანამშრომლები უკვე ადგილზე იმყოფებიან.
მათივე ცნობით, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგება.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, კალა-უშგულის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.