ფსორი-ბაჯიხევის გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მალე დაიწყება

ფსორი-ბაჯიხევის გზის დაზიანებული მომაკვეთი ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს და პრობლემის მოსაგვარებლად გადაჭრის გზები სპეციალისტებთან ერთად განიხილეს.

ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან და მოადგილესთან ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, ფსორი-ბაჯიხევის გზის დაზიანებული მონაკვეთი მოინახულა.
ხელმძღვანელებმა  ალტერნატიულ შემოვლით გზაზე არსებული ვითარება შეაფასეს და პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები