ამბროლაურში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და თემის პრიორიტეტების განსაზღვრაში.

“2020 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 700 000-მდე ლარის ღირებულების 80-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ადმინისტრაციულ ერთეულებში მოეწყო ხიდ–ბოგირები, სანიაღვრე არხები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, წყაროები, სასოფლო გზები და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები, 22 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები