რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 4 ახალი შემთხვევიდან 2 ცაგერს უკავშირდება
ბოლო 24 საათის განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რეგიონული კვირის“ ინფორმაცით, ოთხი ახალი შემთხვევიდან 2 ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, როგორც ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი განმარტავს, ბოლო 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტირება 8 მოქალაქეს ჩაუტარდა და დადებითი პასუხი ორს დაუდასტურდა.
“ინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ორივე მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“,-განაცხადა თეა გურგუჩიანმა.
მისივე ინფორმაციით 2021 წლის იანვრიდან ამ დრომდე ცაგერში კოვიდ-19 -ით 66 პირი დაინფიცირდა, 56 გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კვლავ აქტიური 10 ინფიცირების შემთხვევა.